სტუდია

magnet
magnet

ვებ გვერდების შექმნა და პრომოუშენი

ვებ სივრცე მასობრივი კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა. ამიტომ, ორგანიზაციების წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მათ წარმატებაზე ინტერნეტში. სტუდია ნეტიკო ამ კუთხით საუკეთესო არჩევანია თქვენი საქმიანობისთვის.

ჩვენს მომსახურებაში შედის: ვებ გვერდების დამზადება, საძიებო სისტემებზე ოპტიმიზაცია, ბრენდინგი, ონლაინ რეკლამა და პრომოუშენი.

ვებ გვერდების დამზადება

სტუდიაში საიტები ქართველი და უცხოელი დიზაინერების და პროგრამისტების მიერ ერთობლივად, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით იქმნება. ამავდროულად ჩვენ გაგვაჩნია მეგობრული მიდგომა ქართულ ბაზარზე მოქმედი კომპანიებისთვის, რაც დაბალი ფასების შემოთავაზებაში გამოიხატება.

ნეტიკოს მიზანია, შევქმნათ საუკეთესო ხარისხის პროდუქცია,  ხელი შევუწყოთ უახლესი ტენდენციების და ინოვაციების დანერგვას საქართველოში, გამოვიყენოთ ჩვენი ევროპული გამოცდილება და ამით გარკვეული წვლილი შევიტანოთ ქართული ინტერნეტ ბაზრის და ბიზნესის განვითარებაში.

ნეტიკოს სიძლიერეა გამართული პროგრამული უზრუნველყოფა, ორიგინალური დიზაინი, თავაზიანი მომსახურება და მისაღები ფასები.

ინტერნეტ რეკლამა

"ნეტიკოს" საკუთრებას წარმოადგენს ოთხენოვანი განცხადებების პორტალიwww.gancxadebebi.ge, რომლის უნიკალურ ვიზიტორთა რიცხვი "გუგლ ანალიტიკსის" მონაცემების მიხედვით თვეში 270 000, ხლო დღეში 22 000 მომხმარებელს აღემატება და ეს მაჩვენებელი მუდმივად იზრდება. სტუდია ნეტიკო გთავაზობთ ჩვენს მიერ დამზადებული ვებ გვერდის უფასო რეკლამირებას აღნიშნულ საიტზე.

ბრენდინგი:

სტუდია ნეტიკოს დიზაინერები და მარკეტოლოგები მუშაობენ კომპანიებისთვის ბრენდბუქების და საიმიჯო სიმბოლიკის შემუშავებაზეც.

ასევე, საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებით მაღალი ხარისხის სარეკლამო ფოტოგადაღებებში თქვენი პროდუქციიის და ორგანიზაციიის საქმიანობის წარმოსაჩენად პროფესიონალი ფოტოგრაფის მომსახურებით.

დამატებითი მომსახურება:

დამკვეთის სურვილის შემთხვევაში ჩვენ უზრუნველვყოფთ დომეინის რეგისტრაციას, ჰოსტინგის გამოყოფას ფრანგულ სერვერზე და მასზე საიტის განთავსებას, ვებ გვერდის ტექსტურ და შინაარსობრივ მართვას ქართულ, ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

ექსკლუზიური შეთავაზება საფრანგეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატის წევრებისთვის

"ნეტიკო" საფრანგეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატის (CCIFG) წევრი ორგანიზაციაა. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით ლოიალური ფასები გვაქვს ნებისმიერი სახის მომსახურებაზე CCIFG-ის წევრი ორგანიზაციების მიმართ. ჩვენ ამ მიზნით სპეციალური ფასდაკლების პაკეტი შევიმუშავეთ, რაც ცალკეული სერვისისთვის 10-დან 20%-მდე ფასდაკლებას გულისხმობს. 

საქართველო : (+995) 557 28 48 27

საფრანგეთი : (+33) 6 95 93 15 45

© created by netiko 2012

Netiko IT services - Website & webdesign
best websites, vote for us !