16 ივნისს, ვებ სტუდია ნეტიკოს წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ვებ დიზაინის და ვებ დეველოპემენტის სფეროსთან დაკავშირებით საუბრობდნენ.
გადაცემა "ჩემი საქმე" ბიზნესმენებისთვისაა განკუთვნილი. მათ, ვისაც მსხვილი ბიზნესი აქვთ და მათაც, ვინც ეს-ესაა ფეხს იდგამს ბიზნესის სამყაროში, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიზნეს კონსულტაციაზე ეპატიჟება.
გადაცემის მიზანია დაეხმაროს ქართულ კომპანიებს ბიზნესის განვითარებაში, მაკრო და მიკრო ეკონომიკის სიახლეების გაცნობასა და ყველაზე წარმატებული ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოცდილების გაზიარებაში.