სიახლე

magnet
magnet

ნეტიკო ინფორმატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულს წაახალისებს

სტუდია ნეტიკო შეუერთდა იმ კომპანიებს, რომლებიც ხელს უწყობენ ინფორმატიკის ოლიმპიადის ჩატარებას საქართველოში. GeOlymp საქართველოში 2010 წლიდან უკვე მესამედ ტარდება და მასში ინფორმატიკის ოლიმპიადებში წარმატებული ახალგაზრდების აბსოლუტური უმეტესობა იღებს მონაწილეობას.

ფინალისტების რიგებში ტრადიციულად შედიან საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების წევრები და უმაღლესი სასწავლებლების მოწინავე სტუდენტები. წელს მონაწილეთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა.  სერიის ფინალი, ფაქტობრივად, ინფორმატიკაში საქართველოს ჩემპიონატს წარმოადგენს.

”ჯეოლიმპის” მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის პროგრამირების ოლიმპიადებისადმი ინტერესის გაზრდას და მათი ცოდნის ამაღლებას.

ი.ტ. სფეროში მოღვაწე ნებისმიერი კომპანიისთვის კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ ტიპის ღონისძიებების მხარდაჭერას, რამდენადაც ასეთი პროექტების არსებობა ხელს უწყობს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარებას საქართველოში.

ვფიქრობთ აღნიშნული ნაბიჯით ჩვენს მცირეოდენ წვლილს შევიტანთ პროექტ GeOlymp-ში მონაწილე ახალგაზრდების წახალისებაში.

საქართველო : (+995) 557 28 48 27

საფრანგეთი : (+33) 6 95 93 15 45

© created by netiko 2012

Netiko IT services - Website & webdesign
best websites, vote for us !